უსაფრთხოების ტექნიკის ინსტრუქციები ფარნებისთვის

წაიკითხეთ ყველა უსაფრთხოების ინფორმაცია და ინსტრუქცია. უსაფრთხოების ინფორმაციის არ გათვალისწინებამ და ინსტრუქციების არ დაცვამ შეიძლება გამოიწვიოს ელექტროშოკი, ხანძარი და/ან სერიოზული დაზიანება.
შეინახეთ ყველა გაფრთხილებები და ინსტრუქციები შემდგომი გამოყენებისთვის.
- გთხოვთ, წაიკითხოთ და დაიცვaთ უსაფრთხოების ტექნიკის ყველა მითითება და ინსტრუქცია, რომელიც ერთვის აკუმულატორულ ბატარეას ან ელექტროხელსაწყოს, რომელთან ერთად მიწოდებულია აკუმულატორული ბატარეა.
- ფრთხილად მოეპყარით ფარანს. ფარანი ძალიან ცხელდება, რაც ზრდის ხანძრისა და აფეთქების საფრთხეს.
- არ გამოიყენოთ ფარანი ფეთქებად გარემოში.
- ფარნის ავტომატურად გამორთვის შემდეგ, აღარ დააჭიროთ გადამრთველს. აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს.ფარნის ისევ ჩართვამდე, დარწმუნდით, რომ აკუმულატორი და ფარანი გაგრილდა.
- გამოიყენეთ მხოლოდ ორიგინალური Bosch-აქსესუარები.
- შუქის წყარო არ ექვემდებარება შეცვლას. შუქის წყაროს გაუმართაობის შემთხვევაში, მთელი ფარანი შესაცვლელია.
- ამოიღეთ აკუმულატორი ფარნით რაიმე მანიპულაციის შესრულებამდე (მაგალითად, სამონტაჟო სამუშაოები, ტექნიკური მომსახურება და ა.შ.), ასევე ფარნის ტრანსპორტირებისა და შენახვისას. გადამრთველის შემთხვევით დაჭერისას არსებობს დაზიაბების რისკი.
- ნუ მიმართავთ სინათლის სხივს ადამიანებს ან ცხოველებს და ნუ შეხედავთ სინათლის სხივს თავად, მათ შორის დიდი მანძილიდან.
- არ გამოიყენოთ ფარანი საგზაო მოძრაობაში. ფარანი არ არის განკუთვნილი საგზაო მოძრაობის დროს განათებისთვის.

შეინარჩუნეთ მინიმალური მანძილი ფარანსა და განათებულ ზედაპირებსა და ობიექტებს შორის. უფრო მოკლე მანძილზე, განათებულ საგნებს შეიძლება ცეცხლი გაუჩნდეს.
| ყურადღება! დიდხანს ნუ უყურებთ სინათლის სხივს. ოპტიკური გამოსხივება შეიძლება საზიანო იყოს თვალებისთვის. |
- არ დაფაროთ ფარნის თავაკი, როცა ფარანი ჩართულია. ექსპლუატაციის დროს ფარნის თავაკი ცხელდება და სიმხურვალის აკუმულირებამ შეიძლება გამოიწვიოს წვა.
- მოერიდეთ სამუშაო ადგილზე მტვერის დაგროვებას. მტვერი მარტივად აალდება.
- აკუმულატორის დაზიანების და არასწორი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება გამოიყოს ორთქლი. აკუმულატორი შეიძლება აინთოს ან აფეთქდეს. დარწმუნდით, რომ ადგილი კარგად ნიავდება და მიმართეთ ექიმს, თუ განიცდით რაიმე გვერდით მოვლენებს.ორთქლმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ სასუნთქი სისტემა.
- არასწორად გამოყენების შემთხვევაში, ან თუ აკუმულატორი დაზიანებულია, აკუმულატორიდან შეიძლება გადმოიქცეს აალებადი სითხე. ამ სითხესთან კონტაქტი თავიდან უნდა იქნას აცილებული. თუ შემთხვევით მოხდა კონტაქტი, ჩამოიბანეთ წყლით. თუ სითხე თვალში მოგხვდათ, საჭიროა დამატებითი სამედიცინო დახმარება. აკუმულატორიდან დაღვრილმა სითხემ შეიძლება გამოიწვიოს გაღიზიანება ან დამწვრობა.
- აკუმულატორი შეიძლება დაზიანდეს წვეტიანი ობიექტებით, მაგალითად, ლურსმნებით ან ხრახნისებით ან გარედან მიყენებული ძალით. შეიძლება მოხვდეს შიდა მოკლე შერთვა, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს აკუმულატორის გადაწვა, ბოლი, აფეთქება და გადახურება.
- როდესაც აკუმულატორი არ გამოიყენება, შეინახეთ იგი ქაღალდის სამაგრებისგან, მონეტებისგან, გასაღებებისგან, ლურსმნებისგან, ხრახნებისგან ან სხვა პატარა ლითონის საგნებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ერთი კონტაქტის მეორესთან დაკავშირება. მოკლე შერთვამ აკუმულატორის კონტაქტებს შორის შეიძლება გამოიწვიოს დამწვრობა ან ხანძარი.
დაიცავით აკუმულატორი გადახურებისგან, მაგ.: მზის სხივების მუდმივი ზემოქმედებისგან, ცეცხლისგან, ჭუჭყისგან, წყლისგან და სინესტისგან. არსებობს აფეთქების და მოკლე ჩართვის საფრთხე.
- დამუხტეთ აკუმულატორები მხოლოდ მწარმოებლის მიერ რეკომენდებული დასამუხტი მოწყობილობებით. დასამუხტი მოწყობილობა, რომელიც შესაბამისია ერთი ტიპის აკუმულატორისთვის შესაძლოა გამოიწვიოს ხანძრის რისკი, როდესაც გამოიყენება სხვა აკუმულატორთან.
- აკუმულატორი გამოიყენეთ მხოლოდ მწარმოებლის ნაწარმში. მხოლოდ ასე არის აკუმულატორი დაცული სახიფათო გადატვირთვისგან.
- არ გადააკეთოთ და არ გახსნათ ბატარეა. ამასთან ჩნდება მოკლე ჩართვის საფრთხე.
- ფარანი შეინახეთ ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ მისცეთ ფარანის გამოყენების უფლება პირებს, რომლებმაც არ იციან მასთან მუშაობა, ან არ წაუკითხავთ წინამდებარე ინსტრუქციები. ფარნები გამოუცდელი პირების ხელში საფრთხეს შეიცავს.
- ფარანის გადასატანად და გასასწორებლად გამოიყენეთ მხოლოდ გადასატანი სახელური. რადიატორი მუშაობის დროს შეიძლება გაცხელდეს.
