ტექნიკური მომსახურება და გაწმენდა
- ელექტროხელსაწყოთი ნებისმიერი სამუშაოს შესრულების წინ (მაგ.: ტექნიკური მომსახურება, სამუშაო ხელსაწყოს შეცვლა და ა.შ.) ამოიღეთ აკუმულატორი ელექტროხელსაწყოდან. ამომრთველზე შემთხვევით დაჭერისას ჩნდება ტრავმის მიღების საშიშროება.
- ხარისხიანი და უსაფრთხო მუშაობის უზრუნველსაყოფად დაიცავით ელექტროხელსაწყოს სისუფთავე.
- გაწმენდისას არ არის დაშვებული შლანგში წყლის შეღწევა. წყლის შეღწევის გამო შლანგში შეიძლება შეაღწიოს ბეტონმა და დააზიანოს ელექტროხელსაწყო (მაგ.: დაბლოკოს საკისრები).
ფრთხილად შეინახეთ და გაუფრთხილდით აღჭურვილობას.
- გამოყენების შემდეგ გაწმინდეთ შლანგი და ვიბრო ბულავა, რათა თავიდან აიცილოთ ბეტონის უხეში გაშრობა ზედაპირზე.