გამოყენების ინსტრუქცია
- თავიდან აიცილეთ ბეტონის შხეფები. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს ხელსაწყოს გაცურების და კონტროლის დაკარგვის საფრთხე.
- არ ამუშავოთ ელექტროხელსაწყოს ხანგრძლივად, როდესაც ვიბრო ბულავა არ არის ბეტონში. ამან შეიძლება გამოიწვიოს საკისრების მოქმედების ვადის შემცირება.
ჩართეთ ელექტროხელსაწყო უშუალოს მუშაობის დაწყების წინ.
დაიცავით უსაფრთხოება და სამუშაო პოზიციის მდგრადობა. არ დაიხაროთ ძალიან წინ.
დაელოდეთ ვიბრო ბულავას ჩატვირთვას დასამუშავებელ მასალაში საკუთარი წონის ზემოქმედებით. არ დააჩქაროთ ჩატვირთვა.
თავიდან აირიდეთ ძრავის გადახურება, ასევე შლანგის მოღუნვა, ვინაიდან დრეკადი ვალი შეიძლება გატყდეს.
ვიბრირების დრო შეადგენს 10-დან 20 წმ-მდე თითოეული ჩატვირთვისას. დასამუშავებელი მასალა საკმარისად მკვრივია, როდესაც ზედაპირი იწყებს პრიალს და ჰაერის ბუშტები აღარ გამოდის. ძალიან ხანგრძლივი ვიბრაცია იწვევს განშრევებას (ქვიშის, ხრეშის და ცემენტის განცალკევებას) და დასამუშავებელი მასალის სიმკვრივის დაკარგვას. ამიტომ ყურადღება მიაქციეთ მუშაობის სვლას.
ჩატვირთეთ ვიბრო ბულავა დასამუშავებელ მასალაში ვიბრო ბულავის 8-დან 10-დიამეტრამდე ინტერვალებით, მაგ.: ვიბრო ბულავის დიამეტრი 25 მმ = ჩატვირთვებს შორის მანძილი 25 სმ, ვიბრო ბულავის დიამეტრი 35 მმ = ჩატვირთვებს შორის მანძილი 35 სმ და ა.შ.
იხ. სურ. C: X = (8 ... 10) x Ø ვიბრო ბულავა
ბეტონის შრეების თანმიმდევრული ჩასხმისას ვიბრო ბულავა უნდა ჩატვირთოთ 10-15 სმ სიღრმეზე უკვე დატკეპნილ ქვედა შრეში, რათა უზრუნველყოთ კარგი ადჰეზია შრეებს შორის.
ამოიღეთ ვიბრო ბულავა შემამჭიდროებელი მასალიდან ნელა, არ გამორთოთ ძრავა, რათა თავიდან აიცილოთ ბუშტების ან ღრმულების წარმოქმნა დატკეპნილ ზედაპირზე.
თავი აარიდეთ ყალიბთან და არმატურასთან ხანგრძლივ კონტაქტს, რათა არ დააზიანოთ ყალიბი და არ დაუშვათ ვიბრო ბულავის არმატურული ბურბუშელით გაჭედვა.
- შეინახეთ ელექტროხელსაწყო უსაფრთხო ადგილას. მიიღეთ ზომები მისი ვარდნის წინააღმდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ელექტროხელსაწყო შესაძლოა დაზიანდეს.
ჩამოსაკიდი კავი (იხ. სურ. D)
ჩამოსაკიდი კავის მეშვეობით (8) ელექტროხელსაწყო შეგიძლიათ ჩამოკიდოთ, მაგ.: სამშენებლო ხარაჩოზე. ამისათვის გადახსენით საკიდი კავი (8) გარეთ.
ელექტროხელსაწყოთი მუშაობის უზრუნველსაყოფად, მოატრიალეთ ჩამოსაკიდი კავი (8) უკან ადგილზე.