მითითებები გამოყენების შესახებ
- ელექტროხელსაწყო დაყენებული Bluetooth® Low Energy Module GCY 42 / GCY 42 NC (აქსესუარი) აღჭურვილია რადიოინტერფეისით. დაიცავით გამოყენების ადგილობრივი შეზღუდვები, მაგ.: თვითმფრინავებში ან საავადმყოფოებში.
მგრეხი მომენტი დამოკიდებულია დარტყმის მექანიზმის მუშაობის ხანგრძლივობაზე. მაქსიმალურად მიღწეული მგრეხი მომენტი გამომდინარეობს ყველა ცალკეული მგრეხი მომენტის ჯამიდან, რომელიც იქმნება დარტყმებით. მგრეხი მომენტის მაქსიმალური მნიშვნელობა მიიღწევა დარტყმის მექანიზმის მუშაობის 6–10 წამის შემდეგ. ამ დროის შემდეგ მგრეხი მომენტი იზრდება უმნიშვნელოდ.
დარტყმის მექანიზმის მუშაობის ხანგრძლივობა უნდა განსაზღვროთ თითოეული მგრეხი მომენტისთვის. ფაქტიურად მიღწეული მგრეხი მომენტი ყოველთვის შეამოწმეთ დინამომეტრული გასაღებით.
ჭანჭიკების მოჭერა მყარ, ზამბაროვან და რბილ მასალებში
თუ გაზომავათ დარტყმების სერიის განმავლობაში მიღწეულ მგრეხ მომენტებს და მათი მეშვეობით შეადგენთ დიაგრამას, მიიღებთ მგრეხი მომენტის მრუდს. მრუდის სიმაღლე შეესაბამება მაქსიმალურად მიღწეულ მგრეხ მომენტს, სიმყარე აჩვენებს რა დროში იქნა მიღწეული ის.
მგრეხი მომენტის თავისებურება დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:
- ხრახნების/სჭვალების/ჭანჭიკების სიმკვრივე
- საყრდენის ტიპი (საყელური, თეფშა ზამბარა, შემამჭიდროებელი)
- სახრახნი მასალების სიმკვრივე
- კუთხვილი შეერთების გაპოხვის პირობები
შესაბამისად გამომდინარეობს გამოყენების შემდეგი ვარიანტები:
- მყარ მასალებთან მუშაობა – ლითონის ნაწილების მიმაგრება საგები საყელურების გამოყენებით. მაქსიმალური მგრეხი მომენტი მიიღწევა სარტყამი მექანიზმის შედარებით მოკლე ხანგრძლივობის შემდეგ (მაგარი თვისება). სარტყამი მექანიზმის მუშაობის დაუსაბუთებელი ხანგრძლივობა ავნებს ელექტროხელსაწყოს.
- ზამბაროვან მასალებთან მუშაობა – ლითონის ნაწილების მიმაგრება ზამბაროვანი რგოლების, თეფშა ზამბარის, ანკერების და კონური ჯდომის ხრახნების/ჭანჭიკების და დამაგრძელებლების გამოყენებით.
- რბილ მასალებთან მუშაობა – მიმაგრება, მაგ.: ხეზე ხის ან ლითონის ნაწილების, ან ტყვიის ან ბოჭკოვანი საგები საყელურის გამოყენება.
ზამბაროვანი ან რბილი მასალებით მუშაობისას მაქსიმალური მგრეხი მომენტი მცირეა ვიდრე მყარ მასალებთან მუშაობისა. აგრეთვე საჭიროა დარტყმის მექანიზმის მნიშვნელოვნად ხანგრძლივი მუშაობა.
საორიენტაციო მნიშვნელობები ხრახნების/სჭვალების მაქსიმალური მგრეხი მომენტისთვის
მონაცემები ნმ-ში, გაზომილი დაძაბული კვეთიდან; წელვის ზღვარის გამოყენების კოეფიციენტი 90 % გაწელვისას (ხახუნის კოეფიციენტისას μსაერ. = 0,12). ყოველთვის შეამოწმეთ ფაქტიურად მიღწეული მგრეხი მომენტი დინამომეტრული გასაღებით.
სიმყარის კლასი DIN 898 შესაბამისად | სტანდარტული ხრახნი | მაღალი სიმტკიცის ხრახნი | ||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|
3.6 | 4.6 | 4.8/5.6 | 6.8 | 8.8 | 10.9 | 12.9 | ||
M16 | 57 | 76 | 96 | 153 | 206 | 302 | 354 | |
M18 | 80 | 106 | 133 | 212 | 295 | 421 | 492 | |
M20 | 112 | 150 | 187 | 300 | 415 | 592 | 692 | |
M22 | 151 | 202 | 252 | 403 | 567 | 807 | 945 | |
M24 | 193 | 257 | 322 | 515 | 714 | 1017 | 1190 | |
M27 | 284 | 379 | 474 | 759 | 1050 | 1496 | 1750 | |
M30 | 386 | 515 | 644 | 1031 | 1428 | 2033 | 2380 | |
M33 | 523 | 697 | 871 | 1395 | 1928 | 2747 | 3214 | |
რჩევები
მყარ მასალაში დიდი და გრძელი ხრახნების ჩახრახნამდე, წინასწარ უნდა გახვრიტოთ ჭრის კერნის დიამეტრის შესაბამისი ხვრელი დაახ. ხრახნის 2/3 სიგრძეზე.
მითითება: დაუშვებელია ელექტროხელსაწყოში წვრილი ლითონის დეტალების მოხვედრა.
დაბალ სიჩქარეზე ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ელექტროხელსაწყო გასაგრილებლად უნდა ჩართოთ დაახ. 3 წთ უქმე სვლაში მაქსიმალური ბრუნების რიცხვით.