მართვა აპლიკაციის მეშვეობით (GDS 18V-1600 HC)

ელექტროხელსაწყო აღჭურვილია მოდულით Bluetooth®, რომელიც საშუალებას გაძლევთ გადასცეთ მონაცემები რადიოკავშირის მეშვეობით ზოგიერთ მობილურ მოწყობილობას, რომლებიც აღჭურვილია Bluetooth® ინტერფეისით (მაგ.: სმარტფონები და პლანშეტები).

ელექტროხელსაწყოს Bluetooth® მართვისთვის საჭიროა აპლიკაცია Bosch „PRO360“. ჩამოტვირთეთ აპლიკაცია შესაბამისი მაღაზიიდან (Apple App Store, Google Play Store).

აპლიკაციაში აირჩეთ ქვეპუნქტი "My Tools".მობილური ტერმინალის ეკრანზე გამოსახული იქნება ელექტროხელსაწყოს ტერმინალთან ჩართვის ყველა დანარჩენი ნაბიჯები.

მობილურ ტერმინალთან დაკავშირების შემდეგ ხელმისაწვდომია შემდეგი ფუნქციები:

Secure Socket Release

ხრახნების და ჭანჭიკების მოჭერისას და მოშვებისას ტორსული თავი შეიძლება გაიჭედოს. გაჭედვის ალბათობა შეგიძლიათ შეამციროთ, თუ გააქტიურებთ ფუნქციას «Secure Socket Release». ელექტროხელსაწყო მოკლე დროით იცვლის ინსტრუმენტის ბრუნვის მიმართულებას საწინააღმდეგოზე.

გააქტიურეთ ფუნქცია «Secure Socket Release» Bosch «PRO360» აპლიკაციის მეშვეობით.