მომხმარებლის ინტერფეისის მართვა
მომხმარებლის ინტერფეისი | აღწერა | მითითება |
|---|---|---|
| მუშაობის რეჟიმი SPEED (ბრუნების რიცხვი) მუშაობის რეჟიმში SPEED შეგიძლიათ დააყენოთ ბრუნების რიცხვის ხუთი საფეხურიდან ერთი. დაყენებული საფეხური აისახება მდგომარეობის ინდიკატორზე (21). დუმილისამებრ არჩეულია საფეხური 5. ბრუნების რიცხვი ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ მუშაობის დროს. | დააჭირეთ ღილაკს SPEED (13), რათა ჩართოთ ფუნქცია. აინთება ღილაკი SPEED (13) და მდგომარეობის ინდიკაცია (21). დააჭირეთ ღილაკს SPEED (13), სანამ არ გამოჩნდება საჭირო საფეხური. |
| მუშაობის რეჟიმი TIME (Shut off after time) მუშაობის რეჟიმში TIME ელექტროხელსაწყო ჩერდება დროის განსაზღვრულ მომენტში. ავტომატური გამორთვა თავიდან აგაცილებთ ზედაპირის დაზიანებას ან ჭანჭიკების ზედმეტ მოჭერას. უხეში დაჯდომით გამოყენების შემთხვევაში (დიდი მრუდი მახასიათებლები) შეგიძლიათ გამოიყენოთ საფეხურები საჭირო შედეგის ზუსტი რეგულირებისთვის: 1-ლი საფეხურიდან მოკლე პერიოდებისთვის და დაბალი მგრეხი მომენტისთვის მე-5 საფეხურამდე ხანგრძლივი პერიოდებისთვის და მაღალი მგრეხი მომენტისთვის. მითითება: მუშაობის ეს რეჟიმი აქტიურია მხოლოდ მარჯვენა ბრუნვისას. | დააჭირეთ ღილაკს TIME (17), რათა ჩართოთ ფუნქცია. აინთება ღილაკი TIME (17) და მდგომარეობის ინდიკაცია (21). დააჭირეთ ღილაკს TIME (17), სანამ არ გამოჩნდება საჭირო საფეხური. გეჭიროთ ღილაკი TIME (17) დაჭერილი, სანამ ღილაკი არ ჩაქრება. ფუნქცია გამორთულია. |
| მუშაობის რეჟიმი SSR (Secure Socket Release) მუშაობის რეჟიმი SSR თავიდან აგაცილებთ სამუშაო ინსტრუმენტის გაჭედვას ხრახნზე ან ქანჩზე და მის ამოსხლეტას ვაზნიდან, გამოყენების ბოლო უკუგების წყალობით. მუშაობის რეჟიმი SSR შეგიძლიათ გამოიყენოთ TIME, ABR და STOP კომბინაციაში. ამასთან გამოიყენება მუშაობის არჩეული რეჟიმების მოქმედების პრინციპი და დამატებითი ფუნქციის მოქმედების პრინციპი SSR. მითითება: მუშაობის რეჟიმის პირველი ჩართვისას SSR ერთდროულად აქტიურდება TIME და ABR. მუშაობის რეჟიმის გამორთვისას SSR, მუშაობის სხვა რეჟიმები რჩება აქტიური. | აირჩიეთ მუშაობის რეჟიმებიდან ერთი TIME (17), ABR (19) ან STOP (20) და საჭირო საფეხური. დააჭირეთ ღილაკს SSR (18), რათა დამატებით გააქტიუროთ ფუნქცია. აინთება მუშაობის არჩეული რეჟიმის ღილაკი TIME (17), ABR (19) ან STOP (20), და ასევე ღილაკი SSR (18) და მდგომარეობის ინდიკატორი (21). გეჭიროთ ღილაკი SSR (18) დაჭერილი, სანამ ღილაკი არ ჩაქრება. ახლა ფუნქცია SSR გამორთულია. ადრე არჩეული მუშაობის რეჟიმი TIME (17), ABR (19) ან STOP (20) ისევ აქტიურია. |
| მუშაობის რეჟიმი ABR (Auto Bolt Release) მუშაობის რეჟიმი ABR განკუთვნილია ქანჩის მოსაშვებად: ელექტროხელსაწყო ავტომატურად გამოირთობა ხრახნის ქანჩის მოშვებისას. ავტომატური გამორთვა თავიდან აგაცილებთ ჭანჭიკის ჩამოვარდნას კუთხვილიდან მოშვებისას. კუთხვილის სიგრძეზე დამოკიდებულად შეგიძლიათ აირჩიოთ დროის 5 დონიდან ერთი ავტომატურ გამორთვამდე: საფეხური 1 მოკლე კუთხვილისთვის (სწრაფი გაჩერება) და საფეხური 5 გრძელი კუთხვილისთვის (გვიანი გაჩერება). დუმილისამებრ არჩეულია საფეხური 1. მითითება: მუშაობის რეჟიმი ABR აქტიურია მხოლოდ მარცხენა ბრუნვისას და ამიტომ შეიძლება გააქტიურება მარჯვენა ბრუნვის მუშაობის რეჟიმთან ერთად. | დააჭირეთ ღილაკს ABR (19), რათა ჩართოთ ფუნქცია. აინთება ღილაკი ABR (19) და მდგომარეობის ინდიკაცია (21). დააჭირეთ ღილაკს ABR (19), სანამ არ გამოჩნდება საჭირო საფეხური. გეჭიროთ ღილაკი ABR (19) დაჭერილი, სანამ ღილაკი არ ჩაქრება. ფუნქცია გამორთულია. |
| მუშაობის რეჟიმი STOP (Auto STOP) მუშაობის რეჟიმში STOP ელექტროხელსაწყო ჩერდება, როდესაც ჭანჭიკის თავი აღწევს ნამზადს. ავტომატური გამორთვა თავიდან აგაცილებთ ზედაპირის დაზიანებას ან ჭანჭიკების ზედმეტ მოჭერას. ზამბაროვანი ან რბილი საჯდომის გამოყენებისას საფეხურების შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭირო შედეგის ზუსტი დაყენებისთვის. მითითება: მუშაობის ეს რეჟიმი აქტიურია მხოლოდ მარჯვენა ბრუნვისას. | დააჭირეთ ღილაკს STOP (20), რათა ჩართოთ ფუნქცია. აინთება ღილაკი STOP (20) და მდგომარეობის ინდიკაცია (21). დააჭირეთ ღილაკს STOP (20), სანამ არ გამოჩნდება საჭირო საფეხური. გეჭიროთ ღილაკი STOP (20) დაჭერილი, სანამ ღილაკი არ ჩაქრება. ფუნქცია გამორთულია. |
| ფუნქცია „მომხმარებლის ინტერფეისის დაბლოკვა/განბლოკვა“ ფუნქცია „მომხმარებლის ინტერფეისის დაბლოკვა/განბლოკვა“ საშუალებას გაძლევთ დაბლოკოთ მომხმარებლის ინტერფეისის ღილაკები მათზე შემთხვევით დაჭერის თავიდან აცილებისთვის. | მომხმარებლის ინტერფეისის დაბლოკვისთვის ერთდროულად დააჭირეთ ღილაკებს TIME (17) და ABR (19) გეჭიროთ 3 წამის განმავლობაში. მომხმარებლის ინტერფეისის განბლოკვისთვის ისევ ერთდროულად დააჭირეთ ღილაკებს TIME (17) და ABR (19) გეჭიროთ 3 წამის განმავლობაში. |
| ფუნქცია „ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება“ ყველა პარამეტრი შეგიძლიათ გაანულოთ „ქარხნულ პარამეტრებზე დაბრუნება“ ფუნქციის მეშვეობით. | მომხმარებლის ინტერფეისის ქარხნული პარამეტრების დასაბრუნებლად ერთდროულად დააჭირეთ ღილაკებს TIME (17), SSR (18) და ABR (19) გეჭიროთ 4 წამის განმავლობაში. |




