მტვრის და ბურბუშელას მოშორება

არ უგულებელყოთ მუშაობისას მტვრის რაოდენობის შემცირების ზომები.
შესაბამის გამწოვი მოწყობილობა ან კონტეინერი მტვირსთვის/მტვერსასრუტი ამცირებს ჯანმრთელობისთვის მავნებელ მტვრის რაოდენობას. უზრუნველყავით სამუშაო ადგილის კარგი ვენტილაცია. ყოველთვის გამოიყენეთ სასუნთქი ორგანოების დაცვის შესაბამისი საშუალებები. მტვრის კონტეინერის გამოყენებისას დროულად გაავლეთ ის და რეგულარულად გაწმინდეთ საფილტრი ელემენტი, რათა უზრუნველყოთ მტვრის ოპტიმალური გაწოვა.
მტვერსასრუტის გამოყენებისას დაიცავით შემდეგი მოთხოვნები. დაიცავით თქვენს ქვეყანაში მოქმედი რეგულაციები დასამუშავებელი მასალებისთვის.

მოთხოვნები მტვერსასრუტისადმი

შლანგის რეკომენდირებული ნომინალური დიამეტრი

მმ

28

საჭირო გაუხშოებაA)

მბარი
ჰპა

≥ 140
≥ 140

საჭირო ხარჯიA)

ლ/წმ
მ³/სთ

≥ 23
≥ 82,8

ფილტრის რეკომენდირებული ეფექტურობა

მტვრის კლასი MB)

A)

სიმძლავრის მნიშვნელობა ელექტროხელსაწყოს შემწოვ მილყელზე

B)

IEC/EN 60335-2-69 თანახმად

დაიცავით მტვერსასრუტის მითითებები. შეწოვის სიმძლავრის შემცირებისას შეწყვიტეთ მუშაობა და აღმოფხვერით მიზეზი.

მტვრის და ბურბუშელას ხვრელი შესაძლოა გაჭედილი იყოს მტვერით, ბურბუშელათი ან ნამზადის ფრაგმენტებით.

  • გამორთეთ ელექტროხელსაწყო და გამოაერთეთ ელექტრო კვების კაბელის შტეფსელი როზეტიდან.
  • დაელოდეთ, სანამ სახერხი დისკი ბოლომდე არ გაჩერდება.
  • გამოავლინეთ ბლოკირების მიზეზი და აღმოფხვერით ის.

ბურბუშელის უბრალო შეგროვებისთვის გამოიყენეთ კომპლექტში შემავალი მტვრის ტომარა (43).

  • დააყენეთ მტვრის შესაგროვებელი ტომარა (43) მილყელზე ბურბუშელის გამოსადევნად(36).

მუშაობის დროს მტვრის ტომარა არ უნდა ეხებოდეს ინსტრუმენტის მოძრავ ნაწილებს.

დროულად გაავლეთ მტვრის ტომარა.

  • შეამოწმეთ და გაწმინდეთ მტვრის ტომარა ყოველი გამოყენების შემდეგ.
  • აალების საფრთხის თავიდან აცილებისთვის მოხსენით მტვრის ტომარა ალუმინის ხერხვისას.

მტვრის მოსაშორებლად მტვერგაყვანის ადაპტერს (42) შეიძლება შეუერთდეს მტვერსასრუტის შემწოვი შლანგი (Ø 35 მმ).

  • ბრუნვით, დააწექით მტვერგაყვანის ადაპტერს(42) ნახერხის ამოსადგებ მილყელზე, რათა ის შევიდეს მოჭიდებაში ნახერხის ამოსაგდები მილყელის მომჭერ რგოლთან (36).
  • შეაერთეთ მტვერსასრუტის შლანგი მტვერსასრუტის ჩასართავ ადაპტერში (42) (მაერთებელი Click&Clean).

მტვერსასრუტი უნდა გამოსადეგი იყოს დასამუშავებელ მასალაზე.

გამოიყენეთ სპეციალური მტვერსასრუტი განსაკუთრებით მავნე კონცეროგენული მტვრის და მშრალი მტვრის მოსაშორებლად.

ოპტიმალური მტვერგაყვანის უზრუნველყოფისთვის საჭიროა მტვერსასრუტი ადაპტერის გაწმენდა (42).

  • ბრუნვითი მოძრაობით მოაძრეთ მტვერგაყვანის ადაპტერი (42) ნახერხის ამოსაგდები არხიდან (36).
  • მოაცილეთ ნამზადის ნატეხები და ნახერხი.
  • ბრუნვითი მოძრაობით ისევ დააყენეთ მტვერგაყვანის ადაპტერი ნახერხის ამოსაგდებ არხზე, სანამ ის არ დაფიქსირდება ნახერხის ამოსაგდები არხის საჩერებელი რგოლის მეშვეობით.